მოკლევადიანი პროფესიული კურსები კარგი შესაძლებლობაა მოკლე ვადაში პროფესიული უნარ-ჩვევების გასავითარებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ამ ტიპის კურსები არსებობს ბევრი მიმართულებით, თუმცა ყველაზე პოპულარული მაინც შემდეგი სფეროებია:
- მენეჯმენტი და ბიზნეს ადმინისტრირება;
- მარკეტინგი, რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
- ფინანსები და ფინანსური მენეჯმენტი;
- ტურიზმის მენეჯმენტი;
- სამართალმცოდნეობა, კომერციული და საერთაშორისო სამართალი;
- მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები;
- ხელოვნება;
- კურსები ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის
კურსები ძირითადად ზაფხულში ტარდება, მაგრამ წლის განმავლობაშიც შესაძლებელია მათი შერჩევა.
ამ ტიპის კურსებზე ჩასარიცხად საჭიროა ინგლისური ენის ცოდნის დონე IELTS 5.5
ასაკი: 16 წლიდან