მოდისა და დიზაინის უნივერსიტეტის, NABA-ს პრეზენტაცია თბილისში

23 ოქტომბერს, საგანმანათლებლო სააგენტო UK-Bridge ის ორგანიზებით, თბილისს ეწვევა ცნობილი დიზაინისა და მოდის უნივერსიტეტის NABA & Domus Academy ის წარმომადგენელი Damiano Antonazzo.

პრეზენტაცია გაიმართება სასტუმრო Rooms ში და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენელს, მიიღონ ინფორმაცია ქართველი სტუდენტების დაფინანსების შესაძლებლობებზე, ასევე იმ პროგრამებსა და კურსებზე, რომლებსაც NABA და Domus Academy გთავაზობთ.

პრეზენტაცია გათვალისწინებულია მოდის, დიზაინისა და ხელოვნების სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის, რომლებიც სწავლის გაგრძელებას გეგმავენ იტალიაში. 
Naba & Domus Academy - ყველაზე დიდი დიზაინისა და ხელოვნების სკოლაა იტალიაში. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან: Anna Dello Russo, Diego Dolcini, Paolo Zani (Furniture designer at Marazzi) და სხვ. 

უნივერსიტეტი გთავაზობთ, როგორც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, ასევე მოკლე სასერთიფიკატო პროგრამებს:

Fashion Design
Fashion Styling and Visual Merchandising
Fashion Management
Luxury Brand Management
Business Design
Product Design
Interior Design
Interaction Design
Visual Brand Design
Urban Vision and Architectural Design

პროგრამების ღირებულება 15,000 ევროდან იწყება. 

პრეზენტაციაზე დასასწრები ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. გთხოვთ, მსურველებმა შეავსოთ მითითებული ფორმა და დაელოდოთ UK Bridge ის დასტურს.

https://goo.gl/forms/vAkrTefECgDxwzJ42

სემინარზე დასწრების აუცილებელი მოთხოვნები:

ასაკი - 16+
დაინტერესებული მოდისა და დიზაინის სფეროთი

Share