განათლების საერთაშორისო გამოფენა 2018

 
Celebrating 10 Years!

24 თებერვალს, 12:00 დან 18:00 საათამდე, საგანმანათლებლო სააგენტო UK-Bridge, სასტუმრო „Rooms“ ში, განათლების საერთაშორისო გამოფენა 2018-ს უმასპინძლებს.

გამოფენა, რომელიც საქართველოში უკვე მერვედ გაიმართება, ქართველ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მათ მშობლებს, საშუალებას მისცემს პირადად შეხვდნენ სკოლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და გაეცნონ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამებსა თუ კურსებს.

გამოფენაზე მაღალი დონის უნივერსიტეტები, კოლეჯები, სკოლა–პანსიონები და ენის სკოლები: დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და ჩეხეთიდან იქნებიან წარმოდგენილნი.

განათლების საერთაშორისო გამოფენა 2018 ის მონაწილეები არიან:
Celebrating 10 Years - UK Bridge წელს 10 წლის ხდება! იუბილესთან დაკავშირებით გამოფენაზე გათამაშდება 3 სხვადასხვა პრიზი:

1. 2 კვირიანი საზაფხულო კურსი დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საუკეთესო საზაფხულო სკოლაში - Select English.
2. 4 თვიანი ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი თბილისში - Lingua Lab ის ცენტრში
3. ავიაბილეთი ლონდონის მიმართულებით

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გვეწვიოთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე, სასტუმრო Rooms ში 12:00 დან 17:00 საათამდე, მიიღოთ გათამაშების ბილეთი და 6 საათზე დაესწროთ ცერემონიალს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გათამაშების ბილეთების გაცემა შეწყდება 17:00 საათზე!

დიდი მადლობა!

UK Bridge