ჩვენს შესახებ

UK Bridge მუშაობს განათლების მაღალი ხარისხის დამკვიდრებაზე და არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტიური, ნოვაციური და სანდო ორგანიზაცია საზღვარგარეთ განათლების მიღების სფეროში. ჩვენი კომპანია 2008 წელს დაარსდა და მას შემდეგ 3500 ზე მეტი სტუდენტი განათავსა მსოფლიოს წამყვან სკოლებსა და უნივერსიტეტებში ევროპასა და აშშ-ში.


UK Bridge ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში დაამკვიდრა განათლების საერთაშორისო გამოფენების ორგანიზება. გამოფენის დამსწრეებს საშუალება ეძლევათ პირადად შეხვდნენ ინსტიტუტების წარმომადგენლებს და მიიღონ მათთვის საინტერესო, ამომწურავი ინფორმაცია 


რატომ UK Bridge?

10 წლიანი გამოცდილება

100 მდე პარტნიორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

3500 მდე გაგზავნილი სტუდენტი 


საერთაშორისო აღიარება

UK Bridge არის English UK , ICEF ისა და British Council ის პარტნიორი ორგანიზაცია, რაც იმის დასტურია, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სკოლა თუ უნივერსიტეტი სტუდენტებს უმაღლესი ხარისხის განათლებასა და უსაფრთხო გარემოს სთავაზობს. 

ჩვენი თანამშრომლები ყოველწლიურად ესწრებიან სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებს, სადაც პირადად ხვდებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და ათვალიერებენ სკოლებსა და უნივერსიტეტებს.