A LEVEL-ის სტიპენდია ქართველი სტუდენტებისთვის!

კომპანია UK Bridge ქართველ სკოლის მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას, ბრიტანულ სკოლა - პანსიონ Ackworth School - ში სასწავლებლად ნაწილობრივ დაფინანსებას სთავაზობს!


UK Bridge – ის შესახებ:


UK Bridge უკვე 11 წელია ქართველ მოსწავლეებსა და სტუდენებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განათლების მიღებაში უწყობს ხელს. კომპანიის მომსახურება მოიცავს როგორც უნივერსიტეტების, სკოლებისა და სხვა სასწავლო კურსების შერჩევაში კონსულტირებას, ასევე ადმინისტრაციული საკითხებში დახმარებას. UK Bridge-ის საქმიანოს მანძილზე 3500 სტუდენტზე მეტი მოსწავლე და სტუდენტი გაემგზავრა საზღვარგარეთ მოკლე თუ გრძელვადიანი სასწავლო პროგრამით. 


სტიპენდია და პირობები: 


2019 წელს UK Bridge მისთვის უპრეცედენტო მასშტაბის ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს მოსწავლეებს, სკოლა-პანსიონ Ackworth  School - ში სასწავლებლად!  


Ackworth School დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა - პანსიონია. მდებარეობს დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, დასავლეთ იორკშაირში.  აღსანიშნავია, რომ მაღალი ხარისხის აკადემიური პროცესის გარდა, გამოირჩევა სპორტული პროგრამით. სკოლას აქვს ძლიერი ფეხბურთის აკადემია. საყურადღებოა, რომ სტიპენდია ფეხბურთის აკადემიაზეც ვრცელდება.  


სტიპენდია გულისხმობს აღნიშნულ სკოლაში ბოლო ორი აკადემიური წლის, A level პროგრამის, ნაწილობრივ დაფინანსებას.  2 წლის მანძილზე მოსწავლე გაივლის 7 საგანს, რომელსაც საკუთარი ინტერესის მიხედვით აირჩევს.  პირველ წელს AS პროგრამის ფარგლებში,  მოსწავლე შეისწავლის 4 საგანს, ხოლო მეორეს წელს - A2 პროგრამის ფარგლებში დაფარავს 3 საგანს. იმისათვის რომ სტიპენდია გავრცელდეს მეორე აკადემიურ წელზე მოსწავლემ პირველი წლის AS პროგრამა წარჩინებით - A ქულებით უნდა დაასრულოს. 


სტიპენდიის ფინანსური პირობები:


• Ackworth  School- ის 1 წლის სწავლის საფასურია - 29,151 გირვანქა სტრელინგი, რაც მოიცავს სწავლას, ცხოვრებას და სამჯერად კვებას.

• UK Bridge - ს მიერ დაფინანსებული სტიპენდიის თანხა - 14.576 გირვანქა

• მოსაწვლის მიერ დარჩენილი დასაფარი თანხა შეადგენს -  წელიწადში  14.576 გირვანქა სტრელინგს. დამატებითი ხარჯები (75 გირვანქა სტერლინგი სარეგისტრაციო გადასახადი + 400 გირვანქა სადეპოზიტო თანხა. ჯამში 15.000 გირვანქა სტრელინგი წელიწადში. 

• იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული კანდიდატი ფეხბურთელია წელიწადში 700 გირვანქა ფეხბურთის ინვენტარისთვის. 


საყურადღებოა, რომ ბრიტანული კანომდებლობის მიხედვით, სკოლის აკადემიური წელი შედგება სამი ტრიმესტრისგან. არდადეგების პერიოდში მოსაწვლემ უნდა დატოვოს სკოლა, რაც წელიწადში დამატებით სამჯერ გამგზავრებას უკავშირდება. ეს ხარჯიც მოსწავლის მიერ უნდა იყოს დაფარული.


შერჩევის პორცედურები და კრიტერიუმები:


• იმისათვის რომ შეძლოთ სტიპენდიის პროექტში მონაწილეობის მიღება მოსწავლე უნდა იყოს 16 წლის. ამავე დროს მისი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 17 წელსა და 6 თვეს 2019 წლის 1 სექტემბერსთვის. მოსწავლის დაბადების თარიღი უნდა იყოს 2002 წლის 1 თებერვლიდან -2003 წლის 1 სექტემბრამდე.

• სტიპენდიით დაინტერესებულ მოსწავლეებს, რომლებიც წარმოადგენენ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფს უნდა წარმოადგინონ სკოლის ნიშნები ( რის საფუძველზეც მოხდება მათი შერჩევა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად)

• შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება ინგლისურ ენაში.

• ფეხბურთის აკადემიით დაინტერესებულმა კანდიდატემა უნდა წარმოადგინოთ 10 წუთიანი ფეხბურთის თამაშის ჩანაწერი.


სტიპენდია განსაკუთრებით საინტერესოა იმ სტუდენტებისთვის ვისაც უმაღლესი განათლების მიღება სურს დიდ ბრიტანეთში. რადგან A level-ის პროგრამით სტუდენტი პირდაპირ ირიცხება დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტში.


ტესტის შედეგებს და ვიდეოს განიხილავს Ackworth  School-ის სამეთვალყურეო საბჭო.


სტიპენდიას მიიღება ეხება როგორც მხოლოდ აკადემიური სკოლით დაინტერესებულ კანდიდატს ასევე ფეხბურთელსაც. 


თარიღები:


  • სტიპენდიის გამოცხადება: 15 იანვარი, 2019 - 17 თებერვალი, 2019
  • 18 - 22 თებერვლი - კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს  ჩაუტარდებათ ტესტირება 
  • 22 თებერვალი - გასაუბრება
  • 25 თერებრვალი - გამარჯვებულის გამოვლენა 


სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.