განათლების საერთაშორისო გამოფენა 2023

ორ წლიანი პაუზის შემდეგ, UK Bridge, 5 მარტს, სასტუმრო “Rooms” – ში განათლების საერთაშორისო გამოფენა 2023 – ზე გიმასპინძლებთ!

განათლების საერთაშორისო გამოფენა 2023 – საგანმანათლებლო სააგენტო – UK Bridge ის ყოველწლიური ღონისძიებაა.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ ჩვენ პარტნიორ სკოლებსა და უნივერსიტეტებს. მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამების, ჩარიცხვის პროცედურების, ფასების და სხვა შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც UK Bridge გთავაზობთ.

რატომ უნდა დაესწროთ გამოფენას?

გამოფენას ყოველთვის ზამთრის მიწურულს ვაწყობთ, რადგან ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა ოჯახები იწყებენ ზაფხულის დაგეგმვას, ფიქრობენ სად და როგორ გაატარონ მათმა შვილებმა საინტერესო, პროდუქტიული და მხიარული არდადეგები.
გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ პირადად შეხვდნენ საზაფხულო სკოლების წარმომადგენლებს, დაათვალიერონ სკოლა, გაეცნონ პროგრამა და აირჩიონ სასურველი კურსი.

მარტის დასაწყისი ასევე საუკეთესო დროა უნივერსიტეტის შესარჩევად, გამოფენაზე შეხვდებით სხვადასხვა მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებს.
UK Bridge – ადგილზე გაგიწევთ უფასო კონსულტაციას, თქვენი მოთხოვნებიდან და სურვილებიდან გამომდინარე შეგარჩევინებთ და შეგახვედრებთ სკოლასა თუ უნივერსიტეტს.

გათამაშება:

პანდემიისგან გამოწვეული 2 წლიანი პაუზის შემდეგ, გამოფენის დაბრუნება გვსურს თქვენთან ერთად აღვნიშნოთ! სწორედ ამიტომ გამოფენაზე მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში და მოიგონ:

1. 3 თვიანი უფასო IELTS-ის კურსი ჩვენს ონლაინ სასწავლო ცენტრში
2. 3 თვიანი მოზარდის კურსი ჩვენს ონლაინ სასწავლო ცენტრში
3. 2 კვირიანი საზაფხულო კურსი ოქსფორდში, მოზარდისთვის (11-14 წ)

* პროგრამაში შედის სწავლა, ცხოვრება, სამჯერადი კვება, ექსკურსიები
* სტუდენტის მიერ დასაფარი იქნება ბილეთის და ვიზის საფასური

გათამაშებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია და დაიმახსოვროთ მინიჭებული უნიკალური კოდი. გამარჯვებულებს 5 მარტს, 6 საათზე სასტუმრო “Rooms” ში გამოვავლენთ!
გელოდებით!

რეგისტრაცია
Back to top