TBS Toulouse Barcelona Business School

TBS Toulouse Barcelona Business School

Toulouse Business School (TBS) სამმაგი საერთაშორისო აკრედიტაციის (EQUIS, AMBA და AACSB) მქონე ბიზნეს-სკოლაა.  სამმაგი აკრედიტაცია მსოფლიოში არსებული ბიზნეს სკოლების მხოლოდ 1%-ს ააქვს.  TBS აგრეთვე  არის ერთ-ერთი პრესტიჟული ფრანგული “Grandes Écoles de Management”-ის ჯგუფის წევრი.

სკოლა 1903 წელს დაფუძვნდა ტულუზის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, ამჟამად მას სამი კამპუსი ააქვს:  ბარსელონაში – ესპანეთში, საფრანგეთში – ტულუზაში და მაროკოში. სკოლის ტრეინინგ ცენტრები არის პარიზშიც და მისი კურსდმთავრებულთა რიცხვი 35 000-ს აღწევს. ყოველწლიურად მის კამპუსებში 4500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. TBS-ს შესანიშნავი აკადემიური რეპუტაცია ააქვს – 2017 წლის Financial Times-ის ევროპული ბიზნეს-სკოლების რეიტინგის მიხედვით იგი 47 ადგილს იკავებს და ყოველწლიურად შედის საფრანგეთის საუკეთესო ათეულში.

TBS Barcelona – ბარსელონას ისტორიულ ცენტრშია განლაგებული, მის თანამედროვე კამპუსში თქვენ შეგიძიათ ისწავლოთ ინგლისურ ენაზე და მიიღოთ განათლება, რომელიც პირველ რიგში ბიზნესის რეალურ საჭიროებაზე და მოთხოვნებზე არის ორიენტირებული. ბიზნეს სკოლას მსოფლიოს 170 უნივერსიტეტთან ააქვს საპარტნიორო ხელშეკრულებები და სტუდენტებს საშუალება აქვთ ისწავლონ სხვადასხვა კამპუსებში. მაგალითად – პირველი წელი ბარსელონაში, მეორე წელი პარტნიორ-უნივერსიტეტში სხვა ქვეყანაში, მესამე – ბიზნეს სკოლის კამპუსში საფრანგეთში, ტულუზაში.

საბაკალავრო პროგრამის მსვლელობისას სტუდენტებს სამი სტაჟირება აქვთ. სკოლას ააქვს სპეციალური განყოფილება, რომელიც სტუდენტური სტაჟირების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს, ამასთან პირველივე დღიდან სტუდენტები ჩართულები არიან ე.წ. Career Starter პროგრამაში, რომელიც ეხმარება მათ ბიზნეს სამყაროში თავისი გზის განსაზღვრვაში და იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაში, რომლებიც შემდგომ დაეხმარებათ პროფესიული საქმიანობის დაწყებაში და კარიერულ ზრდაში.

პროგრამები ბარსელონაში ინგლისურ ენაზე:

Bachelor in Management

ხანგრძლივობა: 3 წელი  (180 ECTS)
სწავლის დაწყება: სექტემბერი
1 წლის სწავლის საფასური: 8400 ევრო
ყველა აპლიკანტს უტარედება ტესტირება აკადემიურ უნარებში (verbal, numerical, logical skills) და გასაუბრება Skype-ით საგამოცდო პირობებში, წარმომადგენლის (ანუ ჩვენს) ოფისში.

მისაღებად საჭირო დოკუმენტები:

ატესტატი და ბოლო წლის ქულების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე გადათარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული)
სამოტივაციო წერილი
პასპორტი
2 ფოტოსურათი
IELTS 6.0

ბარსელონა

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

+955 599 130 081
+995 599 283 818

nutsa.kuridze@ukbridge.ge
ana.vetsko@ukbridge.ge

    Back to top