ენის კურსები
16+

ენის კურსები

კურსზე სწავლის პერიოდში სტუდენტები ცხოვრობენ სტუდენტურ საერთ საცხოვრებელში რომლებსაც არჩევს სკოლა. ოჯახში ცხოვრება კარგი შანსია მათთვის, ვისაც სურს ენის შესწავლასთან ერთად ეზიაროს სკოლის კულტურას და გაიუმჯობესოს კომუნიკაციის უნარი.

ენის კურსების
ქვეყნები:

დიდი ბრიტანეთი

General English, IELTS preparation, Teacher Training, CELTA, DELTA, Cambridge FCE & CAE, Business English, English + Art, Business, Law, Hospitality, Leadership და სხვ.

აშშ

General English, IELTS, Toefl, Teacher Training, CELTA, DELTA, Business English, English + Marketing, Public Relations, Business, Law, Hospitality და სხვ.

მალტა

General English, Intensive English, IELTS. Teacher Training, CELTA, DELTA, Business English

საფრანგეთი

French Language, French + Cooking, Wine, Fashion, Art

იტალია

Italian Language, Italian + Cooking, Wine, Art, Photography, Culture

გერმანია

German Language, German + Culture, Exam Preparation

ესპანეთი

Spanish Language, Spanish + Art, Design, Culture, Exam Preparation

ენის შემსწავლელი
კურსის შერჩევა და გამგზავრება

კურსების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად სტუდენტების მოთხოვნებიდან გამომდინარე. ჩვენი თანამშრომლები, თქვენი სურვილების გათვალისწინებით, შემოგთავაზებენ კურსების რამდენიმე ვარიანტს. კურსის არჩევის შემდეგ კი ერთად გაივლით გამგზავრებისთვის ყველა საჭირო პროცედურას.

კურსის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერთიფიკატი

“UK Bridge-ის საზაფხულო პროგრამის შესახებ მეგობრებისგან შევიტყვე, იდეა მშობლებსაც მოეწონათ და სააგენტოს დახმარებით შევარჩიეთ Lewis School of English. ლონდონში ჩასვლისთანავე მიზნად დავისახე ინგლისში სასწავლებლად დაბრუნება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისევ UK Bridge-ს მივმართე და სწორედ ეს სააგენტო დამეხმარა შოტლანდიაში, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში – University of St Andrews ში სწავლის გაგრძელებაში.”

თინი გაბაშვილი Lewis School of English

“კომპანია, სადაც ძალიან მეგობრული ატმოსფეროა, გამგზავრებისათვის საჭირო ყველა პროცედურაში დამეხმარა. საზაფხულო სკოლაში უამრავი ახალი მეგობარი შევიძინე, მივიღე დამოუკიდებელი ცხოვრების დიდი გამოცდილება, მნიშვნელოვნად გავიუმჯობესე ინგლისური ენის ცოდნა, ვიმოგზაურე და გავატარე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დაუვიწყარი დრო.”

ნია ჭელიძე Buckswood Overseas Summer School

“UK bridge-ის დახმარებით წამოვედი მალტაზე ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლაში , მათ შემირჩიეს ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა, დამხვდა მეგობრული და თბილი გარემო, არაჩვეულებრივი მასწავლებლებითა და ხალისიანი სასწავლო პროცესით. შევიძინე ბევრი მეგობარი სხვადასხვა ქვეყნიდან, გავეცანი მათ ქვეყნებსა და კულტურას, ვისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრება და მნიშვნელოვნად ავიმაღლე ინგლისური ენის ცოდნა. ვფიქრობ, ეს არის გამოცდილება, რომელიც ყველასთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია.”

ელენე მაღრაძე EC Language School – Malta

“პროგრამა მაძლევს საშუალებას, მივიღო ზოგადი ინფორმაცია საგნებზე, რომელთა შესწავლაც სამომავლოდ მინდა და 1 წლის სწავლის შემდეგ გადავწყვიტო, არის თუ არა ეს სპეციალობა ჩემი ინტერესის სფერო და მსურს თუ არა გავაგრძელო ამ სფეროში სწავლა. კურსზე მყოფი 100-ზე მეტი სხვადასხვა წარმომავლობის სტუდენტი და მათთან ერთად სწავლა კი ბევრად უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის სწავლის პროცესს.”

ლიზა კონცელიძე Kings College London – Foundation Program

“გლიონის გამოცდილება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი პიროვნული განვითარებისა და ასევე კარიერული წინსვლისთვის. Uk Bridge აღმოჩნდა ერთადერთი პროფესიონალი კონსულტანტების გუნდი, რომელიც დამეხმარა სწორი არჩევანის გაკეთებაში, 5 წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა არავის სმენოდა საქართველოში სასტუმროს მენეჯმენტისა და ტურიზმის სფეროში მსოფლიოში წამყვანი ინსტიტუტის შესახებ.”

ნუცა რამიშვილი Glion

“UK Bridge – ს მეგობრის რჩევით მივაგენი. სააგენტო ძალიან დამეხმარა ჩემი სურვილების მიხედვით, კურსისა და უნივერსიტეტის შერჩევაში. London College of Fashion-ში სწავლა ძალიან დამეხმარა, სრულიად სხვა კუთხით შემეხედა ყველაფრისთვის და ჩემი განვითარება განაპირობა.”

ნინო ელიავა London College of Fashion

“UK Bridge-თან დაახლოებით 6 წელია ვთანამშრომლობ. მათი დახმარებით ლონდონში, შემდეგ ამერიკაში ვისწავლე, რაც ძალიან გამომადგა ჩემი კარიერის საფუძვლის აშენებაში.”

ნიკუშა კანდელაკი California State University

“UK Bridge-ის დახმარებით, ლონდონში Hospitality ის კურსი გავიარე. პროგრამა მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ მხარეებს. დიდი თეორიული ცოდნა მივიღე ზოგადად ლიდერის თვისებებზე და ხალხის მართვასთან დაკავშირებით. სკოლაც და საცხოვრებელიც იყო beyond expectation.”

ნიკა ლომაური Adjara Group

“UK bridge-ის დახმარებით წამოვედი მალტაზე ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლაში , მათ შემირჩიეს ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა, დამხვდა მეგობრული და თბილი გარემო, არაჩვეულებრივი მასწავლებლებითა და ხალისიანი სასწავლო პროცესით. შევიძინე ბევრი მეგობარი სხვადასხვა ქვეყნიდან, გავეცანი მათ ქვეყნებსა და კულტურას, ვისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრება და მნიშვნელოვნად ავიმაღლე ინგლისური ენის ცოდნა. ვფიქრობ, ეს არის გამოცდილება, რომელიც ყველასთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია.”

ელენე მაღრაძე EC Language School – Malta

    ინდივიდუალური შემოთავაზების
    მოთხოვნის ფორმა:

    ინდივიდუალური შემოთავაზების მისაღებად გთხოვთ შეავსოთ ფორმა

    Back to top