წინა საუნივერსიტეტო
პროგრამები
დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების უნივერსიტეტებში ბაკალავრიატზე ჩასარიცხად, ქართველ მოსწავლეებს ესაჭიროებათ სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლა.
University Foundation Program განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც დაასრულეს საშუალო სკოლა სამშობლოში და ინგლისურ ენაში აქვთ სათანადო საფუძველი (IELTS 5.5).
ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაძლებელია ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში ბაკალავრიატზე გარანტირებულად ჩარიცხვა.
პროგრამის შეთავაზება ხდება ნებისმიერი სპეციალობის შესასწავლად.
A Levels:
A Levels– 2-წლიანი პროგრამაა, რომელიც ისწავლება ბრიტანულ სკოლებში ბოლო 2 წლის განმავლობაში. ეს არის მთავარი წინასაუნივერსიტეტო მოსამზადებელი პროგრამა ბაკალავრიატზე ჩასარიცხად.
ორწლიანი, ანუ 6-სემესტრიანი, პროგრამა ორ ნაწილად იყოფა: AS და A2 . კურსზე ისწავლება 4 საგანი სექტემბრიდან ივნისამდე.
საგნების შერჩევა ხდება მომავალი პროფესიის შესაბამისად. gry hazardowe maszyny za darmo
IB (International Baccalaureate):
IB (International Baccaulariate) – პროგრამა იძლევა საუნივერსიტეტო განათლებისთვის იდეალურ საფუძველს: სტუდენტები ეუფლებიან ენებსა და სხვა დისციპლინებს. გარდა აკადემიური მომზადებისა, პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტებში ზოგადი უნარ–ჩვევების განვითარებაზე, როგორებიცაა: დამოუკიდებელი აზროვნება, გუნდური მუშაობა, კვლევა და ანალიზი. პროგრამას აღიარებს მსოფლიოში 2500-ზე მეტი უნივერსიტეტი.
სკოლა – პანსიონები:
სკოლა–პანსიონი საცხოვრებელი ტიპის სკოლაა, რომელშიც მოსწავლეთა უმრავლესობა სწავლობს და ცხოვრობს სასწავლო წლის განმავლობაში. დიდ ბრიტანეთში ძირითადად ორი ტიპის სკოლა–პანსიონი არსებობს: სახელმწიფო და კერძო. ბრიტანეთის სკოლა–პანსიონები გამოირჩევა როგორც სწავლების, ასევე მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვის უმაღლესი ხარისხით.
პროგრამა, რომელიც ისწავლება სკოლა–პანსიონებში, არის GCSE/IGCSE (General Certificate of Secondary Educatin)). jak oszukać kasyno online ეს გახლავთ საშუალო განათლების ხარისხი და A Levels/IB.
სასურველია სკოლა– პანსიონში გამგზავრება მოხდეს ქართული განათლების სისტემის მე-9 კლასიდან და მოსწავლე შეუერთდება GSCE პროგრამას, ან მე-11 კლასიდან და შეუერთდება A Levels/IB პროგრამას.
მოთხოვნის ფორმა:
ინდივიდუალური შემოთავაზების მისაღებად გთხოვთ შეავსოთ ფორმა