განათლების საერთაშორისო გამოფენა 2024

განათლების საერთაშორისო გამოფენა 2024

2 მარტს, 12:00 დან 18:00 საათამდე, თიბისი კონცეპტ მულტიფუნქციურ სივრცეში, UK Bridge-ის ყოველწლიური ღონისძიება განათლების საერთაშორისო გამოფენა 2024 ჩატარდება.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ UK Bridge – ის პარტნიორ სკოლებსა და უნივერსიტეტებს. მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამების, ჩარიცხვის პროცედურების, ფასების და სხვა შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც UK Bridge გთავაზობთ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საზაფხულო სკოლები მოზარდებისთვის, სკოლა-პანსიონები და უნივერსიტეტები სხვადასხვა ქვეყნებიდან: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, შვეიცარია და სხვ.

UK Bridge – ადგილზე გაგიწევთ უფასო კონსულტაციას, თქვენი მოთხოვნებიდან და სურვილებიდან გამომდინარე შეგარჩევინებთ და შეგახვედრებთ სკოლასა თუ უნივერსიტეტს.

გამოფენაზე მოსული TBC ბანკის მომხმარებლებისთვის ვრცელდება 5-10% მდე ფასდაკლება მონაწილე სკოლების საზაფხულო კურსებზე.

რატომ უნდა დაესწროთ გამოფენას?

გამოფენას ყოველთვის ზამთრის მიწურულს ვაწყობთ, რადგან ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა ოჯახები იწყებენ ზაფხულის დაგეგმვას, ფიქრობენ სად და როგორ გაატარონ მათმა შვილებმა საინტერესო, პროდუქტიული და მხიარული არდადეგები.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ პირადად შეხვდნენ საზაფხულო სკოლების წარმომადგენლებს, დაათვალიერონ სკოლა, გაეცნონ პროგრამა და აირჩიონ სასურველი კურსი.

მარტის დასაწყისი ასევე საუკეთესო დროა უნივერსიტეტის შესარჩევად, გამოფენაზე შეხვდებით სხვადასხვა მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებს.

UK Bridge – ადგილზე გაგიწევთ უფასო კონსულტაციას, თქვენი მოთხოვნებიდან და სურვილებიდან გამომდინარე შეგარჩევინებთ და შეგახვედრებთ სკოლასა თუ უნივერსიტეტს.

გათამაშება:

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში და მოიგონ:

1. 3 თვიანი უფასო IELTS-ის კურსი UK Bridge ის ონლაინ სასწავლო ცენტრში

2. 3 თვიანი მოზარდის კურსი UK Bridge ის ონლაინ სასწავლო ცენტრში

3. 2 კვირიანი საზაფხულო კურსი დიდ ბრიტანეთში, მოზარდისთვის (11-14 წ)

* პროგრამაში შედის სწავლა, ცხოვრება, სამჯერადი კვება, ექსკურსიები

* სტუდენტის მიერ დასაფარი იქნება ბილეთის და ვიზის საფასური

გათამაშებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია.

რეგისტრაცია

Leave a Reply

Back to top