მაგისტრატურა
UK Bridge-ის დახმარებით, შეგიძლიათ გაემგზავროთ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.
საზღვარგარეთ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად პირველი ეტაპი პროგრამის შერჩევაა. ჩვენი სააგენტო ეხმარება სტუდენტებს შეარჩიონ აკრედიტირებულ და განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული სასწავლებლები. პროგრამის შერჩევის შემდეგ კი იწყება საბუთების შეგროვების პროცესი.
ჩასარიცხად აუცილებელია:
საბუთების გაგზავნა შესაძლებელია ინგლისური ენის სერტიფიკატის გარეშეც. ამ შემთხვევაში სტუდენტი პროგრამაზე პირობით ირიცხება. ინგლისური ენის ტესტის გაგზავნის შემდეგ კი სტუდენტს აქვს გარანტირებული ადგილი უნივერსიტეტში.
პროგრამის ხანგრძლივობა ძირითადად 1 აკადემიური წელია, თუმცა პროგრამების მიხედვით შესაძლებელია 2 წლიან მაგისტრატურაზე ჩარიცხვაც.
ფინანსები ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, სტუდენტებს შევთავაზოთ სხვადასხვა ტიპის დაფინანსება, თუმცა მსგავსი სტიპენდიები არცთუ ბევრია. ამიტომ, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა დაბალბიუჯეტიან უნივერსიტეტთან, სადაც სწავლების ხარისხი არ ჩამოუვარდება სხვა ძვირადღირებულ უნივერსიტეტებს. სხვადასხვა უნივერსიტეტი გვთავაზობს 10-20%-იან ფასდაკლებას სწავლების ღირებულებაზე იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც Early Deadline-მდე გააგზავნიან საბუთებს.
დედლაინები:
უნივერსიტეტის შერჩევა და შემდეგ უკვე საბუთების გაგზავნა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. დედლაინები განსხვავებულია უნივერსიტეტების მიხედვით, თუმცა გირჩევთ სწავლის დაწყებამდე 8-10 თვით ადრე დაიწყოთ მომზადება. უნივერსიტეტების უმეტესობის დედლაინები კი გაზაფხულზეა.
მოთხოვნის ფორმა:
ინდივიდუალური შემოთავაზების მისაღებად გთხოვთ შეავსოთ ფორმა