fbpx

წინა საუნივერსიტეტო პროგრამები

დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების უნივერსიტეტებში ბაკალავრიატზე ჩასარიცხად, ქართველ მოსწავლეებს ესაჭიროებათ სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლა. 

 

University Foundation Program

University Foundation Program განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც დაასრულეს საშუალო სკოლა სამშობლოში და ინგლისურ ენაში აქვთ სათანადო საფუძველი (IELTS 5.5).

ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაძლებელია ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში ბაკალავრიატზე გარანტირებულად ჩარიცხვა.

პროგრამის შეთავაზება ხდება ნებისმიერი სპეციალობის შესასწავლად

 

A Levels

A Levels– 2-წლიანი პროგრამაა, რომელიც ისწავლება ბრიტანულ სკოლებში ბოლო 2 წლის განმავლობაში. ეს არის მთავარი წინასაუნივერსიტეტო მოსამზადებელი პროგრამა ბაკალავრიატზე ჩასარიცხად.

ორწლიანი, ანუ 6-სემესტრიანი, პროგრამა ორ ნაწილად იყოფა: AS და A2 . კურსზე ისწავლება 4 საგანი სექტემბრიდან ივნისამდე

საგნების შერჩევა ხდება მომავალი პროფესიის შესაბამისად.

 

 

IB (International Baccalaureate)

IB (International Baccaulariate)  – პროგრამა იძლევა საუნივერსიტეტო განათლებისთვის იდეალურ საფუძველს: სტუდენტები ეუფლებიან ენებსა და სხვა დისციპლინებს. გარდა აკადემიური მომზადებისა, პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტებში ზოგადი უნარჩვევების განვითარებაზე, როგორებიცაა: დამოუკიდებელი აზროვნება, გუნდური მუშაობა, კვლევა და ანალიზი. პროგრამას აღიარებს მსოფლიოში 2500-ზე მეტი უნივერსიტეტი

 

 

სკოლაპანსიონები

სკოლაპანსიონი საცხოვრებელი ტიპის სკოლაა, რომელშიც მოსწავლეთა უმრავლესობა სწავლობს და ცხოვრობს სასწავლო წლის განმავლობაში. დიდ ბრიტანეთში ძირითადად ორი ტიპის სკოლაპანსიონი არსებობს: სახელმწიფო და კერძო. ბრიტანეთის სკოლაპანსიონები გამოირჩევა როგორც სწავლების, ასევე მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვის უმაღლესი ხარისხით.

პროგრამა, რომელიც ისწავლება სკოლაპანსიონებში, არის GCSE/IGCSE (General Certificate of Secondary Educatin)). ეს გახლავთ საშუალო განათლების ხარისხი და A Levels/IB.

სასურველია სკოლაპანსიონში გამგზავრება მოხდეს ქართული განათლების სისტემის მე-9 კლასიდან და მოსწავლე შეუერთდება GSCE პროგრამას, ან მე-11 კლასიდან და შეუერთდება A Levels/IB პროგრამას

 

 

ინდივიდუალური შემოთავაზების მისაღებად მოგვწერეთ

75349149_530584970825178_5826353793947664384_n
ლიზა კონცელიძე

Kings College London – Foundation Program

“პროგრამა მაძლევს საშუალებას, მივიღო ზოგადი ინფორმაცია საგნებზე, რომელთა შესწავლაც სამომავლოდ მინდა და 1 წლის სწავლის შემდეგ გადავწყვიტო, არის თუ არა ეს სპეციალობა ჩემი ინტერესის სფერო და მსურს თუ არა გავაგრძელო ამ სფეროში სწავლა. კურსზე მყოფი 100-ზე მეტი სხვადასხვა წარმომავლობის სტუდენტი და მათთან ერთად სწავლა კი ბევრად უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის სწავლის პროცესს.”