დახურულ საზაფხულო სკოლებში მიემგზავრებიან ბავშვები 8-დან 17-მდე წლამდე ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად. კურსზე გამგზავრებისთვის არ არის აუცილებელი ენის ცოდნის განსაკუთრებული დონე. საზაფხულო სკოლაში ჩასვლისას, ბავშვებს უტარდებათ სპეციალური ტესტი, რომლის შედეგადაც ანაწილებენ შესაბამის ჯგუფში.
რა შედის საზაფხულო სკოლის პაკეტში?
- ენის გაკვეთილები (15, 20, 25 საათი კვირაში)
- ცხოვრება კამპუსზე ან ოჯახში
- სამჯერადი კვება
- აეროპორტში დახვედრა და გაცილება
- ექსკურსიები და სპორტული აქტივობები
- 24 საათიანი მეთვალყურეობა
- სერთიფიკატი
რა ტიპის საზაფხულო კურსები არსებობს?
საზაფხულო კურსების ძალიან დიდი არჩევანია. მაგ: ზოგადი ან ინტენსიური ენის კურსი, კომპიუტერული ტექნოლოგიები, მედიცინა, ხელოვნება, კურსი მომავალი ლიდერებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მეცნიერთათვის და მრავალი სხვ.
რომელ ქვეყნებშია შესაძლებელი საზაფხულო კურსის გავლა?
დიდი ბრიტანეთი, აშშ, მალტა, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, შვეიცარია, გერმანია, კორეა, იაპონია და ა.შ.