fbpx

ბაკალავრიატი

UK Bridge-ის დახმარებით, შეგიძლიათ გაემგზავროთ ინგლისურენოვან პროგრამებზე ევროპაში არსებულ უნივერსიტეტებში.

საზღვარგარეთ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად პირველი ეტაპი პროგრამის შერჩევაა. ჩვენი სააგენტო ეხმარება სტუდენტებს, შეარჩიონ აკრედიტებული და განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული სასწავლებლები. პროგრამის შერჩევის შემდეგ კი იწყება საბუთების შეგროვების პროცესი. თითოეულ უნივერსიტეტს აქვს განსხვავებული მოთხოვნები, თუმცა ყველა უნივერსიტეტში ჩასარიცხად აუცილებელია:

  • საშუალო განათლების ატესტატი ან სკოლის მიმდინარე ნიშნები,
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი*
  • CV
  • რეკომენდაცია და სამოტივაციო წერილი

*საბუთების გაგზავნა შესაძლებელია ინგლისური ენის სერტიფიკატის გარეშეც. ამ შემთხვევაში სტუდენტი პროგრამაზე პირობით ირიცხება. ინგლისური ენის ტესტის გაგზავნის შემდეგ კი სტუდენტს აქვს გარანტირებული ადგილი უნივერსიტეტში.

პროგრამის ხანგრძლივობა დამოკიდებულია უნივერსიტეტის ადგილმდებარეობასა და სპეციალობაზე. მაგალითად, ესპანეთში არსებობს 3 ან 4-წლიანი ბაკალავრიატი; საფრანგეთში ბაკალავრიატის ხანგრძლივობა 3 წელია და ა.შ.

ფინანსები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, სტუდენტებს შევთავაზოთ სხვადასხვა ტიპის დაფინანსება, თუმცა მსგავსი სტიპენდიები არცთუ ბევრია. ამიტომ, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა დაბალბიუჯეტიან უნივერსიტეტთან, სადაც სწავლების ხარისხი არ ჩამოუვარდება სხვა ძვირადღირებულ უნივერსიტეტებს. სხვადასხვა უნივერსიტეტი გვთავაზობს 10-20%-იან ფასდაკლებას სწავლების ღირებულებაზე იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ე.წ. Early Deadline-მდე გააგზავნიან საბუთებს.

დედლაინები

უნივერსიტეტის შერჩევა და შემდეგ უკვე საბუთების გაგზავნა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. დედლაინები განსხვავებულია უნივერსიტეტების მიხედვით, თუმცა გირჩევთ სწავლის დაწყებამდე 8-10 თვით ადრე დაიწყოთ მომზადება. უნივერსიტეტების უმეტესობის დედლაინები კი გაზაფხულზეა.

ბაკალავრიატზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. 

დიდი ბრიტანეთიაშშუნგრეთიესპანეთიგერმანიაჰოლანდიაშვეიცარიაიტალიასაფრანგეთისხვა

0-02-05-38a8ef967933aac2954af3d5ab80bc1752be3fa00f32a07182257f67a8a752cc_1c6d99b7ca2a81
ნუცა რამიშვილი

Glion

“გლიონის გამოცდილება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი პიროვნული განვითარებისა და ასევე კარიერული წინსვლისთვის. Uk Bridge აღმოჩნდა ერთადერთი პროფესიონალი კონსულტანტების გუნდი, რომელიც დამეხმარა სწორი არჩევანის გაკეთებაში, 5 წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა არავის სმენოდა საქართველოში სასტუმროს მენეჯმენტისა და ტურიზმის სფეროში მსოფლიოში წამყვანი ინსტიტუტის შესახებ.”